პროექტების მენეჯერი
07-08-2026 - 08-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაციის წარმართვა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, პროექტის მიზნების, მოცულობისა და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა, შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება;
  • პირველადი კომერციული შეთავაზებებისა და საპროექტო წინადადებების მომზადება, ტექნიკურ და ფინანსურ გუნდებთან თანამშრომლობით;
  • მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების პროცესის განხორციელება, ტენდერებში მონაწილეობის ორგანიზება და კოორდინაცია, კომერციული წინადადებების მომზადება და წარდგენა;
  • პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავება, მათ შორის სამუშაო გრაფიკის, ეტაპების, რესურსების, ტექნიკური სპეციფიკაციების, ბიუჯეტისა და საკვანძო ვადების განსაზღვრა;
  • მის პასუხისმგებლობაში არსებული პროექტების ადმინისტრირება და შესრულების პროცესის მართვა პროექტის დასრულებამდე;
  • პროექტის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი, შესრულების პროგრესის შეფასება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი მხარეების დროული ინფორმირება.
  • პროექტში ჩართული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნით;
  • პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა, ასევე პერიოდული ანგარიშგების წარდგენა შესაბამისი დეპარტამენტებისა და მენეჯმენტისთვის;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა, მათ შორის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შეთანხმებების, ოქმებისა და სხვა საპროექტო დოკუმენტების მომზადების, შეთანხმებისა და შესაბამის დეპარტამენტებში დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მასალებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია, მარაგების, ადგილობრივი შესყიდვებისა და იმპორტის პროცესების გათვალისწინებით;
  • ტექნიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების მოთხოვნების დამუშავების, შესაბამის პროგრამულ სისტემაში ასახვისა და ობიექტზე დროული მიწოდების კოორდინაცია;
  • ტექნიკურ, საწყობის, ლოჯისტიკის, შესყიდვების, იმპორტის, ფინანსებისა და ბუღალტერიის დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით;
  • პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია, მათ შორის ფორმა №2-ის, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პროექტის დახურვის სრული დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა.
  • პროექტის დასრულების შემდეგ შედეგების შეფასება, მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ფინანსების, პროექტირების ან/და მსგავსი მიმართულებებით);
  • პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო ან/და საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტების მართვის ცოდნა, დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები);
  • ტექნიკური და პროექტის ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა (სასაუბრო და წერითი უნარები);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!