პროექტების ტექნიკური მენეჯერი
07-08-2026 - 08-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, თანამშრომელთა ფუნქციების განაწილება და შესრულებული სამუშაოების შეფასება;
  • მომხმარებლის ტექნიკური მოთხოვნების ანალიზი, პროექტის ტექნიკური კონცეფციის შემუშავება და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
  • პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა პროექტის ყველა ეტაპზე;
  • საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და სპეციფიკაციების განხილვა, ანალიზი, შესაბამისობის შეფასება და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტებისთვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური რესურსების განსაზღვრა, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და შესყიდვების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • პროექტებში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტექნიკური შესაბამისობის შეფასება და ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში;
  • სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური სტანდარტებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად შესრულების უზრუნველყოფა;
  • ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
  • კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური შეფასება, მიღება და შესაბამისობის დადასტურება;
  • პროექტების მენეჯერთან, შესყიდვების, ლოჯისტიკის, საწყობის, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით;
  • ტექნიკური ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია, დავალებების განაწილება, შესრულების მონიტორინგი, პროფესიული მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა;
  • ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო/საინჟინრო ნორმების დაცვის ხელშეწყობა;
  • შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფორმა №2-ის ტექნიკური ნაწილის გადამოწმება;
  • ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ტექნიკური ანგარიშების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ნორმების, სტანდარტებისა და კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის, სამშენებლო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
  • ტექნიკურ მენეჯერის, მთავარი ინჟინრის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო და/ან საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და საპროექტო მასალების წაკითხვის უნარი;
  • პროექტების მართვის, დოკუმენტბრუნვისა და რესურსების დაგეგმვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები);
  • ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!