ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის კვლევა და პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
- მომხმარებლებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაძლებლობების შეფასება;
- შეხვედრების დაგეგმვა, ჩატარება და კომპანიის სერვისების/პროდუქტების პრეზენტაცია;
- პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზის წარმოება და სისტემატური განახლება;
- ინდივიდუალური, მომხმარებელზე მორგებული კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
- მომხმარებელთან გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, ჩართულობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში რეაქტივაციაზე მუშაობა;
- მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი, შესაბამის დეპარტამენტებთან დავალებების კოორდინაცია და შესრულების პროცესის მონიტორინგი მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად;
- ინვოისებისა და კომერციული წინადადებების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად და ანგარიშსწორების პროცესის კოორდინირება;
- ხელშეკრულების პირობებისა და გადახდის ვადების მონიტორინგი;
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და შედეგების სისტემატური ანალიზი;
- კომპანიის პროდუქციის, სერვისებისა და შიდა პროცესების დეტალური ცოდნა და მათი სწორად და ეფექტურად წარდგენა მომხმარებლისთვის;
- სატენდერო/ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის მომზადება, შეთავაზების მომზადება და მონაწილეობა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება და ყოველთვიური რეპორტის წარდგენა უშუალო მენეჯერისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- მოლაპარაკებებისა და გამართული კომუნიკაციის კარგი უნარები;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და კომერციული აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო;
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
- თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.