სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება;
- შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი გარემოს შექმნა;
- ცხელი ხაზის სატელეფონო ზარების მიღება/მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა;
- ელექტრონული ფოსტის კონტროლი;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
- მონაცემთა ბაზების შექმნა/მონიტორინგი;
- ორგანიზაციის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანი ორგანიზება და კოორდინაცია;
- დოკუმენტ-ბრუნვის უზრუნველყოფა - მომსახურების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და სხვა დოკუმენტების წარმოება;
- თარჯიმანთა ბიუროებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის კოორდინირება;
- განცხადებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება/წარდგენა სახელმწიფო უწყებებში;
- კომპანიის სოციალური მედიის არხებზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- ძირითადი საშუალებების პერიოდული აღწერა;
- ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და გადანაწილება;
- სამეურნეო მარაგების შექმნა და განახლება;
- სარეკლამო და საგამოფენო მასალების ადმინისტრირება/მართვა და მიმწოდებლებთან კომუნიკაცია;
- საქმიანი ვიზიტების/მივლინებების, შეხვედრების კოორდინირება;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონოზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ფლობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები;
- პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება 1800 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;